Thursday, March 10, 2011

...

ტივტივდებიან სახელები და სახეები გონებაში.
ყველას თვისი ისტორია აქვს და ყველა ერთად ისე რომ წარმოდგენაც არ აქვთ რომ გვერდიგვერდ ცხოვრობენ ჩემში. შეიძლება იმაზე რეალურადაც, ვიდრე თავთავიანთ სახლებში არსებობენ..

უცნაური ფიქრები აგეკვიატება ღმერთმანი, ამ  წვიმიან და ნისლიან ამინდში.
თან ნისლში როგორღაც სახეებიც და სახელებიც უკეთ და მეტი ჩანს, იძირები, იმათ იხსენებ, მოგონებებს აცოცხლებ.. გიყვარს, ძვირფასია.. ან პირიქით, მაგრამ რაღაცნაირად, ეს სიძულვილიც აცოცხლებს ამ მოგონებებს..

მერე მზე გამოვა და სახეები გაიფანტება, ჩემი ცხოვრებაც გამოჩნდება და დავინახავ..
ოღონდ რომელია ნამდვილი ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება ზოგჯერ ვეღარ ვარჩევ..
ნისლიანი თუ მზიანი, ან ორივე მე ვარ, ნაწილნაწილ, გვერდიგვერდ ვცხოვრობ.


No comments:

Post a Comment